ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია

ეროვნულ ბანკს პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. აღნიშნულის შესახებ იმ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი , კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა ეროვნული ბანკისთვის მიზანშეწონილი არ არის.

,,საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო-საფინანსო სექტორის რეგულატორი და ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ეროვნული ბანკი რეგულარულად ახორციელებს ქვეყანაში მოქმედი ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების მონიტორინგს და მათი საქმიანობის შესაბამისობას ბაზარზე დაწესებულ რეგულაციებთან.

საქართველოს ეროვნული ბანკი საქმიანობას მაქსიმალური გამჭვირვალობით წარმართავს და კანონმდებლობისა და რეგლამენტის თანახმად, ყოველთვის პასუხობს საკანონმდებლო ორგანოს შეკითხვებს. თუმცა, კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამგვარი დისკუსიებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის შემდგომ, 21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, კომიტეტის მიერ შემოთავაზებული განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია. ამასთანავე, "თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებს. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ამ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად სრულად პასუხობს.

მარეგულირებლის მიერ გამოყენებული საზედამხედველო ზომების განხილვა, მით უმეტეს მას მერე, რაც თავად ეს სუბიექტი აღნიშნულ ღონისძიებებს დაეთანხმა, დარგის სპეციფიკის და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით არამიზანშეწონილად მიგვაჩნია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი ქვეყანაში მდგრადი და სტაბილური საბანკო-საფინანსო სექტორის არსებობის გარანტია. ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა ყოველთვის იმსახურებდა უმაღლეს შეფასებებს საერთაშორისო დონეზე.

რაც შეეხება, კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც ეხება ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის 1 იანვარს შემოღებულ რეგულაციებს, ეროვნული ბანკი ინტენსიურად აკვირდება რეგულაციის მიმდინარეობის პრაქტიკას და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა ნაადრევია. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკითხის მოგვიანებით განხილვას სთავაზობს.

საყურადღებოა, რომ სარეიტინგო კომპანია FITCH-ის მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების პრესრელიზი ცალსახად აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციით დაწესებული პრინციპების დანერგვა ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური რისკების შემცირებას. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ ზრდას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში“- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ეროვნულ ბანკს "თიბისისთან" დაკავშირებით პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია