დავით ბაქრაძე ეროვნული ბანკის განცხადებაზე - ეს არის ძალიან თავხედური და შეშინებული პასუხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან

ეს არის ძალიან თავხედური და შეშინებული პასუხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ეროვნული ბანკის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.

დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის ახალი რეგლამენტის დარღვევა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, უზრუნველყოს რეგლამენტის ასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

"ეს არის ძალიან თავხედური და შეშინებული პასუხი. ამ პასუხით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირდაპირ არღვევს კანონს, რომელიც მას ავალდებულებს მოსვლას. ეს პირდაპირ გამოხატავს უპატივცემულობას პარლამენტის და ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომელსაც აინტერესებს კითხვებზე პასუხის მიღება. საზოგადოებას აინტერესებს, რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ და რატომ შემოიღო ეროვნულმა ბანკმა მავნებლური რეგულაციები, რომელიც ადამიანებს ბინის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას უკრძალავს. ჩვენი მოთხოვნაა, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ უზრუნველყონ რეგლამენტის ასრულება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლა პარლამენტში. თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ მობრძანდება, ვიმსჯელებთ ფორმაზე, რა ფორმის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს უმცირესობა",- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ეროვნულმა ბანკმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნულ ბანკს პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა ეროვნული ბანკისთვის მიზანშეწონილი არ არის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს