ირაკლი კოვზანაძე - საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის

„საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ამ თემას განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეროვნული ბანკი დღეს გავრცელებულ განცხადებაში. „ის პრობლემა, რომელიც არსებობდა ეროვნულ ბანკსა და „თიბისი ბანკს“ შორის, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა და „თიბისი ბანკმა“ ამ საკითხთან დაკავშიებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და სამართლებლივი დავა „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის შეწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი თავს იკავებს პარლამენტში მოსვლისგან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის მოუსმინოს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისთვისაც ისინი აპირებდნენ პარლამენტში მოსვლას და წინასწარ შეთანხმებული თარიღის მიხედვით გავმართოთ ეს შეხვედრა და მოვუსმინოთ მათ“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ეროვნულმა ბანკმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნულ ბანკს პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა ეროვნული ბანკისთვის მიზანშეწონილი არ არის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო