ნიკოლოზ გაგუა - მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ხაზს უსვამს ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას

მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ხაზს უსვამს ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რეიტინგების მუდმივად გაუმჯობესების ტრენდი ნათლად აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია და ამ წლებში მიღწეულ პროგრესს აღიარებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და სარეიტინგო კომპანიები, რომელთა შეფასებებს გავლენა აქვთ ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე.

„სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის სამწლიანი პროგრამა პოზიტიურად მიმდინარეობს და ჩვენ წარმატებით ვასრულებთ პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებსა და ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს. სარეიტინგო კომპანიის მიერ აღნიშნულია ბიუჯეტის დეფიციტის დაღმავალი ტენდენცია. როგორც ცნობილია, 2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 2.6%-იან დეფიციტზე და მომდევნო წლებში, დეფიციტი შენარჩუნებულია მშპ-ს 2.5%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, ფისკალური კონსოლიდაცია, ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე, ქმნის მყარ საფუძველს, სარეიტინგო კომპანიის შემდგომ პოზიტიურ შეფასებაზე.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო