ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს, ინგო აპეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება, განათლებისა და კულტურის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობის ყველა ასპექტი განიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.

„ვისაუბრეთ ავსტრიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა კუთხით გაღრმავებაზე. აბსოლუტურად ყველა ასპექტზე გვქონდა საუბარი: პოლიტიკურ თანამშრომლობაზე - როგორც მოგეხსენებათ, ავსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირში, შესაბამისად, ევროინტეგრაციის კუთხით, ავსტრიის მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან და იცით, რომ ამ კუთხით ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ძალიან მყარია. ასევე, გვქონდა საუბარი ეკონომიკის, კულტურის, განათლების სფეროში თანამშრომლობაზე. ყველა მიმართულებით თანამშრომლობის ძალიან წარმატებული გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად განვითარდება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო