„ბიბლუსის“ „დიდი ლიტერატურული ტურნე“ თელავიდან იწყება

26 თებერვალს „ბიბლუსის“ „დიდი ლიტერატურული ტურნე“ დაიწყება, რომელიც სტარტს ქალაქ თელავიდან აიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს.

26 თებერვალს, თელავში, „ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“-ის გამარჯვებულებს - ნიკოლოზ ტოტოღაშვილსა და ვახტანგ ვახტანგაძეს შეხვდება. ავტორები თანამედროვე ლიტერატურაზე ისაუბრებენ და წარადგენენ თავიანთ წიგნებს „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ და „ალაჰი ჩემი მეგობარია“.

27 თებერვალს კი მკითხველს ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე და იაგო თვალაბეიშვილი შეხვდება, რომლებიც თავიანთ წიგნებს - „ცდუნებას“, „შულამელი გოგონებსა“ და „ტრანსმუტაციას“ წარადგენენ.

„ტურნე რამდენიმე ქალაქს მოიცავს: თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი. ტურნეს ფარგლებში, მკითხველები მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს პირადად გაიცნობენ; საშუალება ექნებათ, დაუსვან შეკითხვები, წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ და ავტოგრაფები აიღონ.

კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან. ტურნეს ფარგლებში დაანონსდება კონკურსის ახალი სეზონის დაწყებაც.

2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია, მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა“, - ნათქვამია „პალიტრა L”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ტურნე 10 აპრილს დასრულდება. შემდეგი ვიზიტები რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა