ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანი და მყარია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმრავლესობიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატის შესაძლო გასვლის საკითხს ეხმაურება.

კობახიძე აცხადებს, რომ გუნდი ერთიანი და მყარია.

„მთავარია, რომ გუნდი არის ერთიანი. „ქართული ოცნების“ გუნდი და საპარლამენტო გუნდი არის ერთიანი, არის მყარი, არის სტაბილური და ასე გაგრძელდება მუშაობა“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების" წევრებმა მირან წიკლაურმა და გია ჟორჟოლიანმაც დატოვონ. დეპუტატები უმრავლესობასთან შეუთავსებლობის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ, რომელთა შორის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები და ეკონომიკური პოლიტიკაა. უმრავლესობის შესაძლო დატოვებას არ გამორიცხავს თავად ჟორჟოლიანი. ასევე კიდევ ერთი დეპუტატი, ვინც შესაძლოა, უმრავლესობის რიგებს გამოაკლდეს, რუსლან პოღოსიანია. პოღოსიანი ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის თანამოაზრე დეპუტატთა შორისაა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა