„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მკვლევარი ანტონი კიმი – საქართველო რეფორმების ვარსკვლავია

„Fitch-ის რეიტინგის ზრდა საქართველოში მიმდინარე წარმატებული პროცესების აღიარებაა. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს მხრიდან მოცემული რეიტინგი სიგნალია საერთაშორისო ბიზნეს–საზოგადოებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მოწინავეა. ეს მართლაც სასიხარულო ამბავია საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან აშკარაა რომ ქვეყანა განიცდის პროგრესს”, - ამის შესახებ განაცხადა „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მკვლევარმა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიმართულებით ანტონი კიმმა.

ანტონი კიმის თქმით, აღნიშნულმა სარეიტინგო კომპანიამ დაინახა ის პროგრესი, რაც საქართველოშია ეკონომიკის მოდერნიზაციისა და რეფორმირების თვალსაზრისით.

„ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ საქართველოში მიმდინარე წარმატებული პროცესების აღიარება. ეს რეიტინგი იმის მაჩვენებელია, თუ რას წარმოადგენს საქართველო სინამდვილეში. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს მხრიდან მოცემული რეიტინგი სიგნალია საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მოწინავეა, ღიაა ბიზნესისთვის,“ - განმარტავს ანტონი კიმი.

„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მკვლევარის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა პროგრესს განიცდის და 2019 წელი საქართველოსთვის იქნება დიდი წარმატებების წელი.

მისი თქმით, საქართველო რეფორმების ვარსკვლავია და არა მხოლოდ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის კვლევებში, არამედ სხვა საერთაშორისო კვლევებითაც.

„საქართველო განაგრძობს რეფორმების პროცესს. უნდა ველოდოთ, რომ ვიხილავთ უფრო დიდ ინტერესს ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ. ეს მართლაც კარგი ამბავია, მაგრამ ცნობილია, რომ ეკონომიკურ ტრანსფორმაციას დრო სჭირდება და ინვესტიციების განხორციელება არ არის ერთ ღამეში მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ აღნიშნული ამბავი მნიშვნელოვანია საქართველოს სანდოობისა და საინვესტიციო კლიმატის წარმოსაჩენად. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში მიმდინარე წარმატებული პროცესების წარმოჩენის ერთი ასპექტი, როგორც ჩვენ ჩვენს ბოლო კვლევაში აღვნიშნეთ, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ, ამ კვლევებითაც საქართველო რეფორმების ვარსკვლავია და არა მხოლოდ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევებში, არამედ სხვა საერთაშორისო კვლევებითაც, მაგალითად ბიზნესის კეთების ინდექსით საქართველო ძალიან პროგრესირებს, ყველა კვლევა ანახებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება და პროგრესს განიცდის. 2019 წელი საქართველოსთვის იქნება დიდი წარმატებების წელი,“ - განაცხადა ანტონი კიმმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს