ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ამძიმებს ავტოპარკის ყოველწლიური ზრდა და მოძველებული ავტომანქანების რაოდენობა

ინსპექტირება არ ითვალისწინებს ავტომანქანის გამონაბოლქვ აირებში ძირითადი დამაბინძურებლების და უმთავრესად, აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის კონტროლს, რაც სისტემის მნიშვნელოვანი სისუსტეა, - ნაათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში, რომელიც სუფთა ჰაერზე უფლებრივ მდგომარეობას ეხება.

ნინო ლომჯარიას მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ავტოპარკის 45 პროცენტი მოძველებულია, რაც ჰაერის დაბინძურების წყაროს წარმოადგენს.

"ქვეყნის სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ამძიმებს ავტოპარკის ყოველწლიური ზრდა და მოძველებული ავტომანქანების დიდი რაოდენობა, 45%-ზე მეტი 20 წელზე ძველია. 2019 წლიდან ამოქმედდა სრულად ტექდათვალიერება, თუმცა ინსპექტირება არ ითვალისწინებს ავტომანქანის გამონაბოლქვ აირებში ძირითადი დამაბინძურებლების, და უმთავრესად, აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის კონტროლს, რაც სისტემის მნიშვნელოვანი სისუსტეა", -აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს არ აქვს ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ დამაბინძურებლის მიერ დარღვევა გამოავლინოს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია