მამუკა ბახტაძე - ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ვიდრე ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას

ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან მანამ, სანამ ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, ხომ არ საჭიროებს აბაშიძე-კარასინის ფორმატი გადახედვას ან რაიმე ფორმით მოდიფიკაციას.

პრემიერის განცხადებით, ეს ფორმატი ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განსახილველად შეიქმნა.

„უკვე რამდენიმე წელია, რაც კარასინი-აბაშიძის ფორმატი არსებობს და ყველას გვახსოვს, რატომაც შეიქმნა ეს ფორმატი. მას ძირითადად ეკონომიკური და ჰუმანიტარული განზომილება ჰქონდა იმ სხვა ფუნდამენტურ პრობლემებთან ერთად, რომელიც არსებობს. ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან მანამ, სანამ ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი“, - განაცხადა ბახტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს