ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების პროცესზე ლუკა კალანდია დაიკითხება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება.

სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული, რომელიც მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას დაკითხვით გაგრძელდება. აღნიშნული მოწმე გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკითხა, დღეს კი, კალანდიას კითხვებს დაცვის მხარე დაუსვამს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ გ.ბ. სცნო, დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის კი, გ.ჯ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასმართლოში ორივე მხარემ გაასაჩივრა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო