საქალაქო სასამართლოში ზუგდიდის ყოფილი მერის და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას, ვიცე-მერის, გია გულორდავასა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის მორიგი სხდომა გაიმართება.

სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული, რომელიც დაცის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება. გასულ სხდომაზე შესავალი სიტყვით სახელმწიფო ბრალდება წარსდგა. სწორედ ამის შემდეგ, ადვოკატებმა სხდომის გადადება ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებინ, თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა