გერმანიის მიერ გამოყოფილი გრანტით, დევნილებისთვის 240 სახლი და 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

გერმანიის მიერ გამოყოფილი გრანტით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 240 კერძო სახლი აშენდება, ასევე აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და ორ სკოლამდელ დაწესებულებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია და ამავე დროს მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, რომელმაც გამოგვიყო გრანტი და ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობს იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. მთელი საქართველოს მასშტაბით აშენდება დაახლოებით 240 კერძო სახლი და მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განვახორციელებთ ამ მშენებლობებს. ამავე დროს აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 სკოლამდელი დაწესებულების შენობას. შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით გაიცემა თითქმის 250 გრანტი, ამასთან, დაფინანსდება სხვა სოციალური აქტივობები. ვფიქრობ, ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი იმისთვის, რომ მომავალ წლებში ჩვენ სწორედ ამ პროგრამით მიღებულ გამოცდილებაზე გავაფართოვოთ ჩვენი აქტივობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა დასრულდება წარმატებით“,- განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო