გიორგი ქობულია – სავალუტო ფონდმა ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა

„სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ჩვენი ეკონომიკური განვითარება, დადებითი შეფასება მიეცა როგორც მონეტარულ, ისე ფისკალურ პოლიტიკას“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შემაჯამებელი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან შეხვედრისას მისიამ საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

ვიზიტისას სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებს გაეცნენ. ამასთან, მისია გაეცნო საქართველოში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოდან ექსპორტის განვითარების პოზიტიურ დინამიკას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.

„სავალუტო ფონდი ასევე პოზიტიურ შეფასებას აძლევს ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებს, კერძოდ, საპენსიო რეფორმას. ამასთან, აღინიშნა სხვა რეფორმებიც - ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და გადახდისუუნარობის რეფორმების გატარებაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო