კობა გვენეტაძე - არსად არ თქმულა, რომ კომიტეტის სხდომაში არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას

არსად არ თქმულა, რომ კომიტეტის სხდომაში არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი განმარტებით, სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ "თიბისისთან" დაკავშირებული საკითხის განხილვა კომიტეტზე მიზანშეწონილი არ იყო. იმის გამო, რომ კომიტეტი მაინც ჩაინიშნა, გვენეტაძის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე დასწრება გადაწყვიტა.

"არსად არ თქმულა, რომ კომიტეტის სხდომაში არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას. განცხადებაში ჩვენ მივაწოდეთ არგუმენტირებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვთვლიდით, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის განხილვა პარლამენტის კომიტეტზე არ იყო მიზანშეწონილი. პირველ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მივაწოდეთ არგუმენტირებული პოზიცია, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, კომიტეტმა არ გაითვალისწინა ეს მოსაზრება და სხდომა ისევ ჩანიშნულია. აქედან გამომდინარე, მე მოვედი სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად,"- განაცხადა გვენეტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს