პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომა ხმაურით დაიწყო

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომა ხმაურით დაიწყო.

ხმაური იმ გარემოებამ გამოიჭვია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საკომიტეტო მოსმენის გახსნისთანავე განაცხადა, რომ მას იმ საკითხებზე საუბარი, რის თაობაზეც პარლამენტშია მოწვეული, საკომიტეტო ფორმატში მართებულად არ მიაჩნია. უფრო კონკრეტულად კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საბანკო რეგულაციების შედეგებთან დაკავშირებით მოსმენების გამართვა ამ ეტაპზე ნაადრევია და ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, რაც პირველი კვარტლის შედეგები იქნება ცნობილი.

რაც შეეხება „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესს, როგორც გვენეტაძემ განაცხადა, ამ თემაზე საკომიტეტო მოსმენა ეროვნულ ბანკზე, როგორც რეგულატორზე ზემოქმედებას და მის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანას ნიშნავს. გვენეტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ასეთი სახით განხილვა მიზანშეუწონელია.

კობა გვენეტაძის განცხადების სულისკვეთება გაიზიარეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა, რომლებმაც საკუთარ გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „თიბისი ბანკის“ საკითხზე ამგვარი საჯარო მოსმენის გამართვა უპრეცედენტოა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრაველობის წევრების პოზიცია ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. როგორც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა აღნიშნეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალდებული იყო შეესრულებინა კანონით დაკისრებული მოვალეობა, მოსულიყო პარლამენტში, რათა იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც ეროვნული ბანკის მიმართ არსებობს. ამ თემაზე დებატები დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე 5 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო