კონკურენციის სამართლის და პოლიტიკის შესახებ სემინარი გაიმართა

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა კონკურენციის სამართლის და პოლიტიკის შესახებ სემინარი გახსნა, რომელიც კონკურენციის სამართლის სფეროში იურისტების ცოდნის გაღრმავებას და კონკურენციის კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

ღონისძიებას, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, საკონსულტაციო და ბიზნეს კომპანიების იურისტები ესწრებოდნენ. სემინარს ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე, ლიეტუვას კონკურენციის საბჭოს წევრი, იოლანტა ივანაუსკიენე, კონკურენციისა და ევროკავშირის სამართლის სპეციალისტი, დანიელ კოლგანი უძღვებოდნენ.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს კონკურენციის სამართლის ძირითადი ასპექტებისა და ევროკავშირის მნიშვნელოვანი პრაქტიკული მაგალითების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების პრაქტიკული მაგალითების, მოკვლევის პროცედურების, მტკიცების ტვირთის, მხარეთა უფლებების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. სააგენტოს თანამშრომლებმა ასევე კონკურენციის სფეროში არსებული ქართული სასამართლო პრაქტიკის შესახებ, პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გასვლითი სემინარი ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში განხორციელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს