მამუკა ხაზარაძე - კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ პარლამენტში გამოსვლით „თიბისის“ რაიმე ზიანი მიადგებოდა

მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ „თიბისის“ მათი კომიტეტზე გამოსვლით ზიანი მიადგებოდა, არ ეთანხმება,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც კომიტეტის სხდომა, რომელზეც ის და ბადრი ჯაფარიძე უნდა გამოსულიყვნენ, ჩაიშალა.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა აქ გამოსვლით. ჩვენ აქ არ ვართ, როგორც კერძო ბიზნესმენები, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, აღარ ეხება „თიბისის“. ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას და თუ თქვენ მოიკითხვათ, მსოფლიოს ნებისმიერ სააგენტოში, რა ინფორმაციაც გადის საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეხვედრები მაქვს ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან და ეს არის ნომერი პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროა, მაგრამ უკვე კომენტარები მიდის, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით, ეს არის ცუდი მოსასმენი“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია