მარტის ბოლოს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

მარტის ბოლოს საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის ვიზიტი შედგება. ასევე, დასავლეთ საქართველოში ნატო-საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა განუცხადა, სადაც ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მონაწილეობით დახურული სემინარი მიმდინარეობს.

ღონისძიებების დაწყებამდე მინისტრის მოადგილემ სემინარის გამართვის მნიშვნელობაზე და წლიურ ეროვნულ პროგრამის შედგენაზე ისაუბრა.

მახარობლიშვილის თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი დგინდება. ასევე დაზუსტდება, თუ რომელ სამხედრო ბაზაზე გაიმართება წვრთნები.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან აქტიურად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს და მექანიზმს, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით. შესაბამისად, ეროვნული პროგრამაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელსაც ყოველწლიურად ადგენენ და შემდეგ მის განხორციელებაზე მუშაობენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღევანდელი დღე 2019 წლის ეროვნული პროგრამის შემუშავებას ეძღვნება.

"ჩვენ ნატოელ კოლეგებს ვმასპინძლობთ და ექსპერტების დონეზე დისკუსია იქნება, ამ სამოქმედო პროგრამის მთელი რიგი მიმართულებებით. მათ შორისაა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, უსაფრთხოების თემა, რეგიონალური თანამშრომლობა და სხვა საკითხები. ყველა ამ მიმართულებაზე ინტენსიური დისკუსია იქნება. ერთობლივად მოხდება სამოქმედო გეგმის შემუშავება", - განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, 2019 წელი, ისევე, როგორც 2018 წელი იქნება ძალიან დატვირთული და დინამიური ნატო-ს მიმართულებით.

"ჩვენ მარტის ბოლოს ველოდებით ნატო-ს გენერალურ მდივანს. ასევე, იქნება სამხედრო კონტინგენტის ვიზიტი. ჩავატარებთ ძალიან მნიშვნელოვან ნატო-საქართველოს წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სამხედროები. ასევე, იმედი გვაქვს, წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვევა ჩრდილო ატლანტიკური საბჭოც. იგეგმება სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მათ შორის, სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელიც ყოველწლიურია და წელს კომუნიკაციების, პროპაგანდის საკითხებზე იქნება. ასე, რომ წინ ძალიან საინტერესო წელი გვაქვს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო