მერსედეს ვერა-მარტინი - საქართველოში მიმდინარე რეფორმები გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს საქართველოში არსებულ ეკონომიკური განვითარების დინამიკას. მერსედეს ვერა-მარტინმა ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, სავალუტო ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს და უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ.

„ეს რეფორმები გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. რეფორმების შედეგები დადებითად იმოქმედებს საქართველოს მთელ მოსახლეობაზე“, - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.

მერსედეს ვერა-მარტინის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ზრდა 2018 წელს.

„ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, გაზრდილმა საგარეო მოთხოვნამ, რაც ძლიერ ექსპორტსა და ტურიზმიდან გაზრდილ შემოსავლებში აისახა“, - აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი, სხვა რეფორმებთან ერთად, განათლების რეფორმაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო