თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის ქალთა უფლებების კომიტეტში სიტყვით გამოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, 26 თებერვალს, თამარ ჩუგოშვილი სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის ქალთა უფლებების კომიტეტში (FEMM) და ისაუბრებს თემაზე - „გენდერული თანასწორობა საქართველოში“.

თამარ ჩუგოშვილი და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოს ელჩთან ბელგიის სამეფოში, ნატალი საბანაძესთან ერთად, უმასპინძლებენ ღონისძიებას - „დიალოგი გენდერული თანასწორობის თემაზე,“ რომელსაც დაესწრებიან ბრიუსელში მოღვაწე დიპლომატები, სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.

26-27 თებერვალს ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტარებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა