ქარსაფარი ზოლების აღდგენასა და გაშენებასთან დაკავშირებულ პროექტზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოში მიწის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების - ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაშენებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში მიწის ეროზიის საწინააღმდეგო პროექტების შემაჯამებელ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების კონტრიბუციასა და მაქსიმალურ ჩართულობას გაუსვა ხაზი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დასრულდა 25 კმ-იანი ქარსაფარი ზოლების გაშენება ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში (მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის).

პროექტს ჰყავდა 514 ბენეფიციარი, მათ შორის 120 ქალი-ფერმერი. დაირგო 40 000-ზე მეტი ხე-მცენარე, რომელთაგან 20 000 ნერგი ფოტოდეგრადირებადი პლასტიკური ტუბით არის დაცული (საერთო ჯამში, 1 327,8 ჰექტარი). ასევე მოეწყო 2 მცირე ზომის სანერგე მეურნეობა ქალი ფერმერებისთვის, სადაც დაინერგა კონტეინერული წესით ნერგების გამოყვანა.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრის ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის (AMMAR) პროექტის ფარგლებში.

ამავე პროექტით მომზადდა “ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (Regulatory Impact Assessment - RIA) ანგარიში.

შეხვედრაზე ბენეფიციარი ფერმერების მონაწილეობით ასევე განიხილეს და შეაჯამეს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლების გაშენების შედეგები, მიღწეული წარმატებები და არსებული გამოწვევები. პროექტის საბოლოო მიზანია მწვანე სოფლის მეურნეობის ინიციატივის ხელშეწყობა სოფლის მდგრადი განვითარებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა