გიგი უგულავა - კობა გვენეტაძე, ყველაზე სამარცხვინო ხართ, სამარცხვინოთა შორის!

ზუსტად ვიცი, რომ ერთ თვეში თანამდებობიდან გაპარვას აპირებთ, საფლავამდე ჩამოგყვებით და ვერც ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვერ დაიწყებთ მუშაობას, - ამ სიტყვებით მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.

„კობა გვენეტაძე, ყველაზე სამარცხვინო ხართ, სამარცხვინოთა შორის. ერთ თვეში ნინო გვენეტაძესავით მაგ თანამდებობიდან რომ გაიპარებით, (ზუსტად ვიცი რომ აპირებთ) საფლავამდე ჩამოგყვებით და ვერც ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვერ დაიწყებთ მუშაობას. დღევანდელი დღის "სურნელს" და სუსხს კიდევ დიდი ხანი იგრძნობთ“, - წერს უგულავა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

უგულავა აღნიშნული განცხადებით, დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა