ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლები 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ აქციას გამართავენ

ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლები 25- სართულიანი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს აქციას გამართავენ.

მოსახლეობის განცხადებით, მერია მათ დაპირდა, რომ ინვესტორთან შეთანხმებას მიაღწევდა, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

როგორც ცინცაძის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 25- სართულიანი კორპუსის მშენებლობა, სამშენებლო მტვერი და ყრუ კედელი 200 ოჯახს სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის.

მოსახლეობის აქცია დღეს, 19:00 საათზე, ცინცაძის ქუჩის # 36/38-ში, კორპუსის ეზოში გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა