ეკა ბესელია - იურიდიულ კომიტეტში ძალიან მალე დავბრუნდები

როგორც კი ახალი ფრაქცია შეიქმნება, მას თავისი კვოტა ექნება იურიდიულ კომიტეტშიც და დავბრუნდები ძალიან მალე, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ბესელიამ კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ მას იურიდიული კომიტეტის დატოვება მოუწევს, სადაც „ქართული ოცნების“ ფრაქციის კვოტით არის წარდგენილი.

ბესელიას განცხადებით, მის მიერ ახალი ფრაქციის შექმნისთანავე, კვოტების გადანაწილება ხელახლა მოხდება.

"კვოტები ხელახლა გადანაწილდება მას შემდეგ, რაც ახალი პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდება. ასე რომ, როდესაც უმცირესობის ფორმირება ხელახლა მოხდება, კვოტებიც ხელახლა იქნება გადანაწილებული. ფრაქციებიდან ხდება წარმომადგენლობა კომიტეტებში. ახლა დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ და სადაც არის საშუალება, იქ იქნება კომიტეტში შესვლის შესაძლებლობა, მაგრამ როგორც კი ახალი ფრაქცია შეიქმნება, მას თავისი კვოტა ექნება იურიდიულ კომიტეტშიც და დავრბუნდები ძალიან მალე,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის ბარიერები, რაც მას ახალი ფრაქციის შექმნისას ხვდება.

"ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია. არ მაღელვებს ბარიერები და წინაღობები ამასთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას,"- აღნიშნა ბესელიამ.

უმრავლესობის ყოფილ წევრებს - ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და ბექა ნაცვლიშვილს იმ კომიტეტებიდან გასვლა მოუწევთ, სადაც „ქართული ოცნების“ ფრაქციათა კვოტით არიან წარდგენილნი.

საპარლამენტო კომიტეტების ფორმირება ფრაქციების მიერ დეპუტატების წარდგენით, პროპორციულობის წესით ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულმა პირებმა უმრავლესობასთან ერთად ფრაქციაც დატოვეს, ისინი კომიტეტის შემადგენლობაში ფრაქციის კვოტით ვეღარ დარჩებიან.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომლის წევრებიც ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი არიან, დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით შესულია პარლამენტარი ნატო ჩხეიძე.

იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობიდან გასული დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებას შეძლებენ, ფრაქციას კომიტეტებში თითო წევრის წარდგენის შესაძლებლობა ექნება.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს