სოფო ქაცარავა - დღეს არ არსებობს იმის დეფიციტი, რომ მინისტრებისგან ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღოთ

დღეს არანაირი დეფიციტი არ არსებობს იმისა, რომ მინისტრებისგან მივიღოთ ამომწურავი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო ქაცარავამ პარლამენტში მინისტრების მისვლის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის არსებობს ყველა ინსტრუმენტი და საშუალება პარლამენტში, რომ უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა.

„ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურებულია ახლა, რისი მოწმეც არის ჩვენი საზოგადოება. რაც შეეხება კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცხადებულ ინიციატივას კომიტეტში მინისტების მოწვევასთან დაკავშირებით, გასულ კვირას მაია ცქიტიშვილი იმყოფებოდა პარლამენტში და 8 საათის განმავლობაში პასუხობდა დასმულ კითხვებს, რომლის დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა, მათ შორის, ანაკლიის პროექტის შესახებ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, მარტის შუა რიცხვებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ისედაც დაგეგმილი აქვს მინისტრის მოსმენა, რომლის დროსაც ნებისმიერ მონაწილეს ექნება კითხვების დასმის და მათზე პასუხების მიღების საშუალება“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ანაკლიის პორტის თემაზე საგარეო კომიტეტის სხდომის ჩატარება მოითხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა