არჩილ თალაკვაძე - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ შესაძლებლობა, საფინანსო კომიტეტის ფორმატში ჰქონდეთ იმ საკითხების განხილვა, რომელიც სურთ

ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აქვთ შესაძლებლობა, რომ საფინანსო კომიტეტის ფორმატში ჰქონდეთ იმ საკითხების განხილვა, რომელიც სურთ. ამისთვის პარლამენტი მზად არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული საკითხის საკომიტეტო განხილვის მიზანშეუწონლობაზე, გათვალისწინებას მოითხოვს.

„ის კითხვები, რომელიც ექნებოდა ოპოზიციას და ეროვნული ბანკის მხრიდან მათზე შესაძლო პასუხები, შესაძლოა, შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოებას, შეიძლება შეიცავდეს სენსიტიურ ინფორმაციას, ან ისეთ სტრატეგიულ ინფორმაციას, რომლის გაჟღერებაც ღია ფორმატში, ასეთი ტიპის დისკუსიაში შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს კერძო ბანკისთვის. ეს არგუმენტი წარმოადგინა ეროვნულმა ბანკმა. ჩვენ მსჯელობა გვქონდა როგორც გუნდში, ისე ოპოზიციასთან და ვფიქრობთ, რომ ეს ისეთი არგუმენტია, რომელიც გათვალისწინებას მოითხოვს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აქვთ შესაძლებლობა, რომ საფინანსო კომიტეტის ფორმატში ჰქონდეთ იმ საკითხების განხილვა, რომელიც სურთ. ამისთვის პარლამენტი მზად არის,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა