ირაკლი კობახიძე ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, პეტერ გოლდგრუბერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობები შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები დაგეგმეს.

მხარეების შეფასებით, საქართველო და ავსტრია დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ. საუბარი ასევე შეეხო მიგრაციისა და თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებს.

„ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას, აღინიშნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება.

პეტერ გოლდგრუბერმა ქართულ მხარეს საპოლიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ლელა ქებურია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, დავით დონდუა ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა