ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი - ლუკა კალანდიამ ისაუბრა, რომ მისი ძმის მიმართ განხორციელდა ზემოქმედება

ლუკა კალანდიამ ისაუბრა, რომ მისი ძმის მიმართ განხორციელდა ზემოქმედება, მან ამ დეტალებთან დაკავშირებით, სასამართლოზე დააფიქსირა თავისი პოზიცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ლუკა კალანდიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავას, კალანდიას მირზა სუბელიანის მხრიდან ზემოქმედებაზე არ უსაუბრია.

„ლ.კ. და ასევე წინა მოწმეც, ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით იკითხებოდნენ. საუბარი იყო კონკრეტული პირის მიერ განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე. მოწმემ სრულად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ თვითმხილველ მოწმეზე განხორციელდა მიმართვა და დაყოლიება, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოში შეეცვალა. მ.კ.-ს ჩვენებაზე მაქვს საუბარი.

ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა გამოკვლევა დაასრულა. შემდეგ სხდომაზე უკვე დაცვის მხარე დაიწყებს მტკიცებულებათა გამოკვლევას", - განაცხადა ნადირაძემ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 13 მარტს, 13:00 საათზე დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო