ადვოკატის განცხადებით, ძმები კალანდიების ჩვენებები ერთმანეთს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნის, გ.ჯ.-ს ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ძმები კალანდიების ჩვენებები ერთმანეთს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ადვოკატის განმარტებით, მათი ჩვენებები სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.

„ლუკა კალანდიას ჩვენება თითქმის, ყველა დეტალთან დაკავშირებით, კატეგორიულ წინააღმდეგობაშია მისი ძმის სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან. საერთოდ, შეუძლებელი და წარმოუდგენელია, სასამართლო ენდოს ისეთი მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც დაკითხვისას ყოველ ჯერზე ჩვენებებს ცვლიან.

ლუკა კალანდიას არ დაუდასტურებია რომელიმე პირის მხრიდან მის ძმაზე ზემოქმედების მოხდენის ფაქტი. მისი ძმა დავკითხეთ, რომელმაც ისაუბრა, თითქოს, მასზე მოხდა ზემოქმედება და ამ დროს თითქოს, ლუკა კალანდია მასთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა, ლუკა კალანდიამ აღნიშნული უარყო. ორი მოწმის ჩვენება, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, ერთმანეთს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ბოლო დაკითხვის დროს, მ.კ.-მ კატეგორიულად განაცხადა, რომ მასზე არასდროს, არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია. დღეს კი, ბრალდება გვიმტკიცებს, რომ მასზე თითქოს, განხორციელდა ზემოქმედება. მაშინ ვსვამთ კითხვას, როდის ამბობს მოწმე სიმართლეს, პირველი, მეორე, მესამე დაკითხვის დროს თუ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაკითხვის დროს?“, - აღნიშნა ადვოკატმა.

კაკაბაძე აცხადებს, რომ პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის იმ დანაშაულის დაბრალებას ცდილობს, რომელიც სხვისი ჩადენილია.

„ადგილი აქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ისეთი დანაშაულის დაბრალებას, რომელიც სინამდვილეში სხვა პირს აქვს ჩადენილი. ჩვენ ყველა შესაძლო მეთოდით, კანონიერი გზით ვიბრძოლებთ და არ დავუშვებთ, რომ უდანაშაულო ადამიანს გადააბრალონ სხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშაული“, - დასძენს ადვოკატი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა