გიგი სისვაძე - კამპანიის „აიცილე ლევან მორუსიძე“ მეშვეობით მოვუწოდებთ ადვოკატებს, ყურსმიღმა საუბრის მაგივრად საჯაროდ გამოაქვეყნონ პოზიცია არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით

კამპანიის „აიცილე ლევან მორუსიძე“ მეშვეობით მოვუწოდებთ ადვოკატებს, ყურსმიღმა საუბრის მაგივრად საჯაროდ გამოაქვეყნონ პოზიცია არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კამპანიის ერთ-ერთმა ავტორმა, ადვოკატმა გიგი სისვაძემ განუცხადა. მისი თქმით, მოსამართლეების ირგვლივ განვითარებული მოვლენები და საზოგადოებაში გავრცელებული ეჭვები, რომელსაც პასუხები არ გასცემია, მხარეებს აძლევს მოსამართლის აცილების მოთხოვნის კანონიერ საშუალებას. იდეის ავტორი არ გამორიცხავს, რომ კამპანიას ასევე შესაბამისი პეტიციაც დაერთოს.

„თუ მოსამართლის სანდოობაში გვეპარება ეჭვი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გვაქვს ნორმა, რომლითაც შეგვიძლია, დავაყენოთ მოსამართლის აცილების საკითხი. ეს არის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბე“ ქვეპუნნქტი. აცილების დაყენება შეგვიძლია, თუ მოსამართლე პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. ამ შემთხვევაში, ეს ეჭვია ამ მოსამართლეების მიმართ საჯარო სივრცეში გავრცელებლი კითხვები, რომელიც ჩემში, როგორც ადვოკატში იწვევს ეჭვს, რამდენად დაცულია სამოსამართლეო ღირსება ამ მოცემულობაში, როდესაც მათ მიმართ ასეთი ბრალდებებია გაჟღერებული და რომელზეც არ არის შესაბამისი პასუხები გაცემული. ჩვენ მოვუწოდებთ ადვოკატებს, რომ ყურსმიღმა საუბრის მაგივრად გამოაქვეყნონ საჯაროდ პოზიცია, არაკეთისლინდისიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.

ადვოკატთა ნაწილმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის სასამართლო სხდომებიდან აცილების მოთხოვნით კამპანია, სახელწოდებით "აიცილე ლევან მურუსიძე" დაიწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც ადვოკატები მოსამართლე ლევან მურუსიძის აცილებას ითხოვენ, მის წარსულთან დაკავშირებული კითხვები, რეპუტაცია და მიკერძოებულობაა. ანა დოლიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კამპანია ინდივიდუალურად 10-მდე ადვოკატმა წამოიწყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო