რომან კაკულია - პროკურატურის ხელმძღვანელს ესმის, როგორ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ, როგორ მდგომარეობაში ჩააყენა ბიძინა ივანიშვილი, რადგან მის სახელს უკავშირებენ ყველაფერს

პროკურატურის ხელმძღვანელს ესმის ყველაფერი, როგორ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ, როგორ მდგომარეობაში ჩააყენა თავად ბიძინა ივანიშვილი, რადგან მის სახელს უკავშირებენ ყველაფერს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვა შეეხებოდა პროკურატურის გადაწყვეტილებას, საჯარო განცხადება გაეკეთებინა და ინფორმაცია გაევრცელებინა „თიბისი ბანკის“ საქმეზე. გადაცემის წამყვანმა რომან კაკულიას ჰკითხა, მისი შეფასებით, რამდენად წინდაუხედავად მოიქცა პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში.

„თქვენ საუბრობთ პროკურატურის მიდგომების ერთგვაროვნებაზე ყველა საქმის მიმართ. ცხადია, ეს ჩემშიც იწვევს ეჭვს და გარკვეულ არაკომფორტულ სიტუაციაშიც მაყენებს. რატომ უნდა დავიკავო პოზა: „რას ამბობთ, ეს რა მითხარით“, მაგრამ პროკურატურის ხელმძღვანელს ესმის ყველაფერი, როგორ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ, როგორ მდგომარეობაში ჩააყენა თავად ბიძინა ივანიშვილი, რადგან მის სახელს უკავშირებენ ყველაფერს. ამიტომ პროკურატურამ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს და ისეთი კვალიფიციური შედეგები დადოს, რომ ეს შეკითხვები მოიხსნას, გარკვეულ გონივრულ ვადაში. ამ მოცემულობაში, ყველა, ვინც ამ თემას აკრიტიკებს, მართალია, იმიტომ, რომ შენ საბოლოო შედეგი ჯერ არ დაგიდია, საუბრობ რაღაც ვარაუდებით. თანაც უკვე ისეთ დაღმართზე ხარ შენი მმართველობის მეშვიდე წელს, რომ უკვე ოქროც რომ გამოიტანო, შეიძლება გითხრან, ნახშირიაო“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო