რომან კაკულია - დღეს ჩემი კომიტეტის სხდომა სამარცხვინო იყო, ქვეყანა ასეთი სხდომებით ვერ აშენდება

ჩემი კომიტეტის სხდომა, ჩემი აზრით, სამარცხვინო იყო დღეს, ჩემთვისაც და ყველასთვისაც, იმ გაგებით, რომ ქვეყანა ასეთი სხდომებით ვერ აშენდება, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, სწორია, რომ საზოგადოება მესამე ძალას ელოდება.

როგორც კაკულიამ აღნიშნა, საზოგადოებას აღარ აინტერესებს, ვინ ვის აჯობებს, რადგან მშვიდობაზე ორიენტირებული და არა შურისძიების მატარებელი ძალა უნდა. „ყველა ძალიან სწორად ელოდება მესამე ძალას იმიტომ, რომ თვისობრივად განახლებული ძალაა საჭირო. შურისძიების მატარებელი ძალების დრო წავიდა, შერიგება რომ აქვს მთავარ ღერძად, ისეთი ძალა უნდა მოვიდეს. ახლა ერთმანეთს ვინ ვაჯობებთ, არავის აღარ აინტერესებს უკვე. ჩვენ ვაჯობებთ ნაციონალებს, ნაციონალები გვაჯობებენ ჩვენ, „პატრიოტები“ როგორ იძიებენ ვიღაცაზე შურს თუ როგორ იქნება - ეს ხალხს აღარ აინტერესებს. საზოგადოებას უნდა მშვიდობაზე ორიენტირებული, გამაერთიანებელი ძალა, რომელიც ლიბერალსაც და კონსერვატორსაც ერთად დასვამს და ერთმანეთთან დიალოგს ასწავლის.

წასული პოლიტიკაა ასეთი საუბრები, რასაც ჩვენ ვხედავთ. ჩემი კომიტეტის სხდომა, ჩემი აზრით, სამარცხვინო იყო დღეს, ჩემთვისაც და ყველასთვისაც, იმ გაგებით, რომ ქვეყანა ასეთი სხდომებით ვერ აშენდება. კი ბატონო, ვიღაცამ თავისთვის მეტი ქულა ჩაიწერა, ვიღაცამ ნაკლები, მაგრამ ქვეყანას რა აქედან?!“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა