რომან კაკულია - როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია, რომ იმ ორი მოსამართლის გვარით დაამახსოვრდეს საზოგადოებას და არა იმ უპრეცედენტო ქველმოქმედებით, რომელიც მან გააკეთა?!

„როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია, რომ იმ ორი მოსამართლის გვარით დაამახსოვრდეს საზოგადოებას და არა იმ უპრეცედენტო ქველმოქმედებით, რომელიც მან გააკეთა?!“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ საფრთხეს ხედავს. სწორედ ამიტომ, როგორც კაკულიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი გუნდის თითოეულ წევრთან სიღრმისეულ დიალოგს გამართავს და პარტიაში რეორგანიზაციას განახორციელებს.

„როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია, რომ იმ ორი მოსამართლის გვარით დაამახსოვრდეს საზოგადოებას და არა იმ უპრეცედენტო ქველმოქმედებით, რომელიც მან გააკეთა?! მე ადამიანურად მეტკინება გული ასე რომ მოხდეს. როგორ შეიძლება ის არ ხედავდეს ამ საფრთხეს, ამიტომ ამის უკან რაღაც სიღრმისეული პროცესებია. მოდით, ასე მარტივად ნუ შევხედავთ ამას. მე ამიტომ ველოდები, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან სიღრმისეული დიალოგით შემოვა თითოეულ ჩვენგანთან. ის უნდა ხედავდეს, რომ დღევანდელი მოცემულობით ჩვენ, „ქართული ოცნება“ დღეს რაც ვართ, არ არის ის პარტია, რომელიც მომავალში გააგრძელებს საქართველოს იმ განვითარებას, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდოდა. ივანიშვილს აქვს ახლა ის უნარი, რომ ეს პოტენციალი დაინახოს, დააორგანიზოს და თითოეული ადამიანი იქ დააყენოს, სადაც მისი ადგილია. ჩემი აზრით, ეს ადამიანი ასე ფიქრობს“, - განაცხადა კაკულიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო