ამირან გამყრელიძე - საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება, რაც მნიშვნელოვანი კლებაა

საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრამდე განუცხადა. მისივე თქმით, 90-იან წლებში, როცა საქართველოში ტუბერკულოზმა იფეთქა, დაახლოებით, 160-170 შემთხვევა გვქონდა 100 000 მოსახლეზე. დღეს კი დაახლოებით, 100 000 მოსახლეზე, 70-დან 75-ის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვანი კლებაა.

„ყოველწლიურად, ჩვენ ტუბერკულოზის დაახლოებით, 2500 ახალი შემთხვევა გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში და ყველა ადამიანს ეძლევა შესაბამისი მკურნალობა, როგორც პირველი რიგის დაავადებების შემთხვევაში, ისე მეორე რიგის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე ისაუბრა შიდსის შემთხვევებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში შიდსის 8 000 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა შიდსით დააავადებულთა სავარაუდო რიცხვი შედარებით მეტია.

„შიდსთან მიმართებაში ჩვენ ვართ დაბალი პრევალენტობის ქვეყანა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 8 000-მდე შემთხვევა, მაგრამ ე.წ. სავარაუდო რიცხვი არის დაახლოებით 10 000-10 500 ადამიანი, ვინც არ არის გამოვლენილი სწორედ ამ ადამიანებზეა კონცენტრირება. ორივე შემთხვევაში, დღეს დაახლოებით, 4 500 ადამიანი შიდსით არის დაავადებული და მკურნალობს ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა