ირაკლი კობახიძე საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიას გახსნის

დღეს ვარშავაში, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესია გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სესიას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი და სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი მიმართავენ.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები მარეკ კუჩინსკისთან და სტანისლავ კარჩევსკისთან, ასევე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ იაცეკ ჩაპუტოვიჩთან.

პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს ეწვევა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული თანამემამულეების ხსოვნას პატივს მიაგებს და სმოლენსკის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი - გიორგი ვოლსკი და დელეგაციის წევრები, სოფიო ქაცარავა, გელა სამხარაული და გიორგი ლომია.

„საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის აპრილში დაუჭირა მხარი და იგი მიღებისთანავე ამოქმედდა.

ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში: ირაკლი აბესაძე, გიორგი ბეგაძე, თინათინ ბოკუჩავა, ნინო გოგუაძე, გოჩა ენუქიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი ლომია, ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული შედიან.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო