„თბილავიამშენის“ აღმასრულებელი დირექტორი - თანამშრომლებს გაფიცვის უფლება აქვთ, თუმცა ვიდრე ისინი გაფიცულები არიან, იძულებული ვართ, სხვა პერსონალით ჩავანაცვლოთ

ვიდრე ეს ხალხი იქნება გაფიცული, ჩვენ იძულებული ვართ, ისინი სხვა პერსონალით ჩავანაცვლოთ, საქართველოში ამ მიმართულებით პროფესიონალების ნაკლებობას ჯერჯერობით არ ვუჩივით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სს „თბილავიამშენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გოგიბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საწარმოში შეიქმნება პრემიალური ფონდი, რომელშიც ყოველი შესრულებული ხელშეკრულებიდან მთლიანი ღირებულების 2% გადაირიცხება და ის სრულად განაწილდება მუშა-მოსამსახურეების პრემიალურ დანამატზე.

„დავიწყოთ პრემიალური სისტემის დანერგვის დაპირებით, რომელზეც გაფიცული თანამშრომლები საუბრობენ - მე პირადად ასეთი დაპირება არავისთვის მიმიცია. რაც შეეხება ხელფასებს, ეს არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია. ჩვენ მთლიანად ვართ დამოკიდებული იმ შეკვეთებზე და კონტრაქტებზე, რომლებიც სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენთან“ ფორმდება. შესაბამისად, ჩვენი შემოსავალი დამოკიდებულია ამ კონტრაქტების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, შემუშავდება პრემიალური სისტემა პრემიალური ფონდის სახით, რომელშიც ყოველი შესრულებული ხელშეკრულებიდან მთლიანი ღირებულების 2% გადაირიცხება, რომელიც სრულად იქნება მიმართული მუშა-მოსამსახურეებზე და მათ პრემიალურ დანამატებზე. მაგალითად, ახლა დაახლოებით 11,5 მილიონი დოლარის კონტრაქტი გვაქვს და 600 ათასზე ლარზე მეტი მხოლოდ ამ კონტრაქტიდან წავა პრემიალურ ფონდში. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველთვიური სახელფასო ფონდი 150-160 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, რა თქმა უნდა, თანამშრომლებს გაფიცვის კანონმდებლობიით მინიჭებული უფლება აქვთ და შეუძლიათ ამ უფლებით ისარგებლონ რამდენი ხანიც უნდათ, მაგრამ ჩვენ საწარმოო პროცესს ვერ შევაჩერებთ. ვმუშაობთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებზე. ვიდრე ეს ხალხი იქნება გაფიცული, ჩვენ იძულებულები ვართ, ისინი სხვა პერსონალით ჩავანაცვლოთ. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში პროფესიონალების ნაკლებობას ჯერჯერობით არ ვუჩივით. ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული არის ის, რომ საწარმოო პროცესი არ შეჩერდეს“, - განაცხადა გოგიბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ „თბილავიამშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. საწარმოში დასაქმებულთა ნაწილმა დღეიდან გაფიცვა გამოაცხადა.როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ავიაინჟინერმა ოთარ ბახტაძემ განუცხადა, ისინი ხელფასების მატებას და პრემიალური სისტემის შემოღებას ითხოვენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა