გრიგოლ ვაშაძე - იმ 35 დეპუტატიდან, რომლებსაც სიცოცხლეში არ ჩაურთავს მიკროფონი, 99% მაჟორიტარია, რომელიც ხელისუფლებამ ადგილზე ტომის ბელადად დასვა

იმ 35 დეპუტატიდან, რომლებსაც სიცოცხლეში არ ჩაურთავს მიკროფონი და თავის ბიზნეს-ინტერესების ლობირების გარდა არაფრით არის დაკავებული, 99% არის მაჟორიტარი, რომელიც ხელისუფლებამ ადგილზე ტომის ბელადად დასვა, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ ფარგლებში 20 ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 20 პოლიტიკური პარტია იწყებს მუშაობას, რომლის მთავარი მიზანიც არის საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მთლიანად გადასვლა.

„მოქალაქეს შეუძლია იკითხოს - ეს რა თამაშია, რაში გვაინტერესებს ეს და ჩვენს ცხოვრებაზე როგორ აისახება? ცხოვრებაზე ეს აისახება შემდეგნაირად - არ შეიძლება, ქვეყანაში არ გვქონდეს ნორმალური კონსტიტუცია, პარლამენტი და მთავრობა. ამის ქვაკუთხედი არის ხალხის ნების გამოხატვა, რომელიც ნორმალური პარლამენტის და პარლამენტარების გარეშე არ ხდება. იმ 35 დეპუტატიდან, რომლებსაც სიცოცხლეში არ ჩაურთავს მიკროფონი და თავის ბიზნეს-ინტერესების ლობირების გარდა არაფრით არის დაკავებული, 99% არის მაჟორიტარი, რომლებიც ხელისუფლებამ ადგილზე ტომის ბელადად დასვა. ყველა ხედავს, რომ 28 წელია, დავდივართ ერთ მოჯადოებულ წრეზე. საქართველოს რიგით მოქალაქეს მობეზრდა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, ამიტომ მხარდაჭერის მხრივ არანაირი ეჭვი და პესიმიზმი არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება ამ მოსაზრებას გაიზიარებს, აქ უკვე ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს. თუმცა გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პირობითად 500 000 მოქალაქისთვის უარის თქმა კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, მათ შორის ჩვენს მოკავშირეებს, რომ ამ ქვეყანაში არის დამყარებული ერთპიროვნული რეჟიმი. „პატარა ცახესი“ აზის საქართველოს თავზე, რომელიც აკნინებს ყველა ინსტიტუტს და ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა