ილჰამ ალიევი - საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს

საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მოკლე ხანში ჩავიდა აზერბაიჯანში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ილჰამ ალიევის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზერბაიჯანისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენი მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ურთიერთობებს კარგი მომავალი გააჩნია. ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს გვერდით ედგნენ და ყოველთვის მეგობრულ, ძმურ ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. ეს ურთიერთობები ჩვენი სახელმწიფოებისთვის დღესაც მეტად მნიშვნელოვანია. ამ ძლიერ ფუნდამენტზე დამყარებულ ურთიერთობებზე ჩვენ ვაგებთ ახალ ურთიერთობებს და ვთანამშრომლობთ ყველა სფეროში. ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები, კონსულტაციები. საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს“, - განაცხადა ალიევმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა