გედევან ფოფხაძე - ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არ ვთვლი, ჩემთვის ის გადაყენებულია

ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არ ვთვლი, ჩემთვის ის გადაყენებულია, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის თავმჯდომარეზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად შეიძლება დღის წესრიგში დადგეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

გედევან ფოფხაძის თქმით, საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა არ არის გამორიცხული, პოზიციების შეჯამების შემდეგ მოითხოვონ ირაკლი კობახიძის გადაყენება.

"მე მიმაჩნია ირაკლი კობახიძე, რაც პარლამენტის თავმჯდომარეა, ყველაფერს აკეთებდა იურიდიულ კომიტეტში, რომ გაემყარებინა იმ ადამიანების პოზიცია, ვინც შემდეგ ლობირებდნენ მისამართლეების სიას. ამის გარდა, ის ბოლო პერიოდში, როცა სია იყო წარმოდგენილი, მიზანმიმართულად, მაქსიმალურად ცდილობდა ამ სიის გასვლის უზრუნველყოფა მოეხდინა. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს, დღეს ეს არ მგონია აქტუალური იყოს, მაგრამ შესაძლოა, დღის წესრიგში დაისვას. ეს დამოკიდებული იქნება პოზიციების შეჯერებაზე, თუმცა გეტყვით, რომ ჩემთვის ის გადაყენებულია. პარლამენტის თავმჯდომარედ მას არ ვთვლი. ჩემთვის მიუღებელია მისი პოლიტიკური, მორალური და ადამიანური ქცევა და დამოკიდებულება პარლამენტისა და კოლეგებისადმი," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა