სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს - ჩვენ ვართ ახლო მეზობლები და ისტორიამ კიდევ დაგვაახლოვა, ბოლო საუკუნეების მანძილზე ერთად გავიარეთ წარმატებები, ტრაგედიები

ენერგეტიკაში ვაჩვენეთ, რომ ეს რეგიონი არის ცენტრალური, არის სტაბილური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ რეგიონში სერიოზული ინვესტიციები სწორედ ამიტომ შეიძლება ჩაიდოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა ბოლო საუკუნეების განმავლობაში ერთად გაიარეს როგორც წარმატებული პროცესები, ისე ტრაგედიები.

„ვისაუბრეთ ყველა დარგზე და ყველა მიმართულებაზე, რაც ჩვენს ორ ქვეყანას აერთიანებს, ჩვენ ერთად გვაქვს გავლილი ისტორიული გზა, რომელმაც დაგვაახლოვა. ჩვენ გეოგრაფიულად ვართ ახლო მეზობლები და ისტორიამ კიდევ დაგვაახლოვა. ბოლო საუკუნეების მანძილზე ერთად გავიარეთ წარმატებები, ტრაგედიები, ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს მშენებლობა, რას მოითხოვს სახელმწიფოს მშენებლობა. ესეც გვაერთიანებს, რომ ეს განსაცდელი ერთად გავიარეთ და ვიცით, რა ფასი აქვს, იმას, რომ მაინც წინსვლა, სახელმწიფოს მშენებლობა, ეკონომიკის, კულტურისა და იდენტობის განვითარება გააგრძელო და ჩვენ ამ ყველაფერში ძალიან დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ. ისიც გავიზიარეთ, რომ გასულ საუკუნეში და ამ საუკუნის დასაწყისში მართლაც, შევძელით, რომ ძალიან მასშტაბური პროექტები განგვეხორციელებინა და ეს არის ის შარმი, რითიც ჩვენ მსოფლიოში შევდივართ. ენერგეტიკაში ვაჩვენეთ, რომ ეს რეგიონი არის ცენტრალური, არის კორიდორი, რომლითაც შეიძლება გაიარო, არის სტაბილური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ამ რეგიონში სერიოზული ინვესტიციები სწორედ ამიტომ ჩაიდოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო