შვედეთის უშიშროების პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავა

შვედეთის უშიშროების პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის უშიშროების პოლიცია ავრცელებს.

„დაკავებულია პირი, რომელიც ეჭვმიტანილია არაკანონიერ სადაზვერვო საქმიანობაში შვედეთის წინააღმდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით უშიშროების პოლიცია გამოძიებას ატარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი სტოკჰოლმში 26 თებერვალს დააკავეს.

„საუბარია პირზე, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ ის „დავერბოვკებული“ იყო რუსეთის დაზვერვის აგენტის მიერ“, - განმარტა შვედეთის კონტრდაზვერვის წარმომადგენელმა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი შვედეთში მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა