სალომე ზურაბიშვილი - ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის პოტენციალი სერიოზულ პერსპექტივად ვაქციოთ

ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ორი ქვეყნის პოტენციალი ვაქციოთ სერიოზულ პერსპექტივად. ამისთვის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია ორივე ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, ეს არ არის მხოლოდ პერსპექტივა, არამედ ეს არის ხვალინდელი დღეც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პირველ პირთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სატრანსპორტო კორიდორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კორიდორმა შეიძლება მოგვცეს თანამშრომლობის ის ღერძი, რომელიც ადრე მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში იყო. სატრანსპორტო ქსელი ეს არის დღევანდელი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი პოტენციალით სავსე მიმართულება. ტრანსპორტი მსოფლიოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს აზიის - ჩინეთი და ევროპის გაერთიანებას. ჩვენ ვდგავართ ამ გზაზე, რომელიც არის ყველაზე მოკლე გზა, მაგრამ ჯერ ამ გზის ყველა საშუალება არ გვაქვს განვითარებული. მისი განვითარება კი ჩვენზეა დამოკიდებული. თქვენ ახსენეთ, რას აკეთებთ კასპიის ზღვაზე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმუშაობ იმაზე, რომ შავ ზღვას მივცეთ თავის გაშლა. განვითარდეს ურთიერთობა რუმინეთის, ბულგარეთის და ქართულ პორტებს შორის. საჭიროა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის განვითარება. ეს არის ახალი პროექტი, სატრანპორტო ქსელი, რომელიც ევროკავშირის დახმარებითა და ინვესტიციებით განხორციელდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ საერთო ინვესტიციებიც მოხდეს ამ დარგში, რომ აზერბაიჯანთან ერთად გამოვიყენოთ ის საშუალება, რომელიც მოგვეცა ჩვენ იმით, რომ გვაქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ასევე ევროკავშირთან“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევი საქართველოში ზაფხულში დაგეგმილ ბათუმის კონფერენციაზე მოიწვია. თავის მხრივ კი ილჰამ ალიევისაგან მიიღო შემოთავაზება, რომ ჩინეთში საქართველო - აზერბაიჯანის ერთობლივი დელეგაცია გაიგზავნოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა