რევაზ არველაძე - არ ვაპირებ არც უმრავლესობის და არც ფრაქციის დატოვებას

არ ვაპირებ არც უმრავლესობის და არც ფრაქციის დატოვებას, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რევაზ არველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ეკა ბესელიასთან თანამშრომლობას, არველაძემ აღნიშნა, რომ იგი თანამშრომლობას არავისთან გამორიცხავს.

ეკა ბესელიას უმრავლესობიდან გასვლა არ ნიშნავს, რომ ის უმრავლესობას რამით ჯიბრში ჩაუდგება. მას ჰქონდა ერთი პოზიცია, რაც მოსამართლეების არჩევასთან იყო დაკაშირებული და ამის გამო გავიდა , მაგრამ სხვა საკითხებზე, რომელშიც თანხვედრა იქნება, რატომ არ შეიძლება მასთან თანამშრომლობა?!

მე 2017 წლის იანვრიდან, როდესაც საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო და კონსტიტუციაში უვადოდ დანიშნვა იწერებოდა, იქიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, რომ მოსამართლეები დანიშნულიყო უვადოდ. მე ამ პოზიციაზე ახლაც ვრჩები, თუმცა როდესაც უმრავლესობა რაღაცას გადაწყვეტს, შენ ან უნდა დაეთანხმო ან როგორც გააკეთეს, გახვიდე უმრავლესობიდან“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა