თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვა გაიმართა

საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით აუდიტის ანგარიში წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრას სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს დეპუტატების შეკითხვებს ანგარიშში ასახულ მიგნებებთან დაკავშირებით, ასევე გააცნეს ინფორმაცია სხვადასხვა უწყების მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო