სპეციალისტების დასკვნით, შეკვეთილში გამორიყულ დელფინს დაზიანებები ფრინველების ან ძუძუმწოვრების მიერ აქვს მიყენებული

სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა შესაბამისმა კვლევამ აჩვენა, რომ დელფინს ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა რაიმე საგნით დაზიანება არ აღენიშნება. ამის შესახებ ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

„25 თებერვალს, მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა კადრები, სადაც სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინი ჩანს, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველი ვიდეოში აღნიშნავს, რომ დელფინი ტყვიით არის მოკლული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შსს გურიის პოლიციის სამხარეო სამმართველოს დაბა ურეკის განყოფილების თანამშრომლებმა ერთობლივად დაათვალიერეს სანაპირო ზოლი, სადაც მკვდარი დელფინი გამოირიყა. სსიპ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დახმარებით, მკვდარი დელფინი გადაიტანეს ბათუმის დელფინარიუმში. სპეციალისტების დასკვნით, დაზიანებები მიყენებულია ფრინველების ან სხვა ძუძუმწოვრების მიერ, შესაბამისად, სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მკვდარი დელფინის განადგურება მოხდება სათანადო წესით.

შავი ზღვის სანაპიროზე მკვდარი დელფინების გამორიყვა ხშირი მოვლენაა, მხოლოდ 2018 წელს, დაახლოებით 110-120 მკვდარი ძუძუმწოვარი არის ნანახი“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა