ეკატერინე მიქაბაძე - OECD საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის კვლევას მოამზადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებული ღონისძიება, “საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვა“ გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აგრეთვე დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

მიქაბაძის განცხადებით, საინვესტიციო პოლიტიკის მიზანია ქვეყანაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის სრულფასოვანი შესწავლა.

მისივე თქმით, რეფორმები, რომლებიც უკვე გატარდა, ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის შექმნას, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად განვითარდეს და გაუმჯობესდეს ეს გარემო.

კვლევას საქართველოს მთავრობის დაკვეთით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ჩაატარებს.

„კვლევა დაგვეხმარება, დამატებით მოვიზიდოთ ინვესტიციები და ამით გამოვიყენოთ შესაძლებლობა, გავხდეთ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ეკონომიკა რეგიონში, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება როგორც ინკლუზიურ ზრდაზე, ასევე მოქალაქეთა კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ცნობისთვის, OECD-ის მიერ “საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის“ ჩატარების ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესწავლა, ქვეყანაში განსახორციელებელი რეფორმების პრიორიტეტულობის განსაზღვრა და აღნიშნულის საფუძველზე საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა