გიორგი მიქაუტაძე - ადვოკატთა ნაწილის კამპანია, რომლითაც ისინი ათი მოსამართლის სასამართლო პროცესებიდან აცილებას ითხოვენ, აბსურდი და სასაცილოა

ადვოკატთა ნაწილის კამპანია, რომლითაც ისინი ათი მოსამართლის სასამართლო პროცესებიდან აცილებას ითხოვენ, სამართლებრივად სასაცილოა, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ადვოკატთა ნაწილის მიერ დაწყებულ კამპანიას.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტულ საფუძვლებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მოსამართლის აცილება სასამართლო პროცესიდან, თუმცა მისი თქმით, ის მიზეზი, რითაც ადვოკატებმა ახლა კამპანია დაიწყეს, ღიმილის მომგვრელია.

„ეს ინიციატივა სამართლებრივად არის აბსურდი და ასეთი რამ წარმოუდგენელია, თუ სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ. ეს არის არაეთიკური, თუ ეთიკის ჭრილში განვიხილავთ და თუ ამ ინიციატივის წონაზე ვისაუბრებთ ეს არის სასაცილო. ყველა იურისტი დამეთანხმება იმაში, რომ მსგავსი საფუძვლით მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება ღიმილის მომგვრელია. სამარცხვინოა, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერს და ეთანხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ქალბატონი ანა დოლიძე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საბედნიეროდ, საქმე გვაქვს ადვოკატების ძალიან მცირერიცხოვან ჯგუფთან და საბედნიეროდ, ადვოკატების უმრავლესობა ამ აზრს არ ეთანხმება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა კამპანიის მონაწილე ადვოკატების განცხადებას, რომ კამპანიის დაწყების შემდეგ თავისუფალი მოსაზრების გამოთქმის გამო მოსამართლეთა ნაწილის მხრიდან მათი მისამართით მუქარას ჰქონდა ადგილი. გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ადვოკატებს არავინ ემუქრება.

ადვოკატთა ნაწილი 10 მოსამართლის სასამართლო სხდომებიდან აცილების მოთხოვნით პეტიციის შექმნას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კამპანიის „აიცილე ლევან მურუსიძე სასამართლო პროცესიდან“ ერთ-ერთმა ავტორმა გიგი სისვაძემ განუცხადა, არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები, რომელთა დამოუკიდებლობასთან მიმართებაში ეჭვები არსებობს, სასამართლო სისტემას უნდა ჩამოშორდნენ. საუბარია, როგორც სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლეებზე - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე, ასევე საბჭოს იმ რვა მოსამართლე წევრზე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარი დაუჭირა. ეს მოსამართლეები არიან: გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა