ელმავალმშენებელ ქარხანაში დასაქმებულები ხვალ აქციას გამართავენ

ელმავალმშენებელ ქარხანაში დასაქმებულები 28 თებერვალს საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირიდან აცნობეს. საპროტესტო აქცია 10:00 საათზე დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, მუშებს ადგილზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი შეხვდება, რის შემდეგაც, 11:00 საათზე მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაგრძელდება.

„დასაქმებულები 6 თვის სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ გასტუმრებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ქარხნის ადმინისტრაციასთან სადავო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აწარმოებს. პროცესს შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი ხელმძღვანელობს.

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშებთან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა დღესაც გამართეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა