ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ადვოკატთა ნაწილის კამპანიას უერთდება, რომელიც ათი მოსამართლის სასამართლო პროცესიდან აცილებას ეხება

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ადვოკატთა ნაწილის კამპანიას უერთდება, რომელიც ათი მოსამართლის სასამართლო პროცესიდან აცილებას ეხება.

მისი თქმით, ამ მოსამართლეებთან მიმართებაში კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის მხრივ კითხვები არსებობს, შესაბამისად, ამ მიზეზით ადვოკატების მიერ დაწყებული კამპანია ლოგიკურია. კობაიძის თქმით, შესაძლოა, გაიზარდოს იმ ადვოკატთა წრე, რომლებიც ათი მოსამართლის აცილების თაობაზე პეტიციის შექმნას გეგმავენ.

„ჩვენ ადრეც ვაპროტესტებდით და ვუერთდებოდით კამპანიას იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმს ემსახურებოდნენ, სასამართლო სისტემაში აღარ უნდა დარჩენილიყვნენ. სამწუხაროდ, დარჩნენ, ამან კი გამოიწვია ის, რომ დღეისთვის, ფაქტობრივად ვერ ხორციელდება მართლმსაჯულება. არის შერჩევითი სამართალი, ამიტომ, ვუერდები აღნიშნულ კამპანიას.

ჩემი და ნებიმიერი ჩემი კოლეგის მთავარი მიზანია, რომ მსგავსი ტიპის ოდიოზური პირები, რომლებიც მართავენ სასამართლო პროცესებს, მათი აცილება აუცილებლად უნდა მოხდეს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძე.

ადვოკატთა ნაწილი 10 მოსამართლის სასამართლო სხდომებიდან აცილების მოთხოვნით პეტიციის შექმნას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კამპანიის „აიცილე ლევან მურუსიძე სასამართლო პროცესიდან“ ერთ-ერთმა ავტორმა გიგი სისვაძემ განუცხადა, არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები, რომელთა დამოუკიდებლობასთან მიმართებაში ეჭვები არსებობს, სასამართლო სისტემას უნდა ჩამოშორდნენ. საუბარია, როგორც სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლეებზე - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე, ასევე საბჭოს იმ რვა მოსამართლე წევრზე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარი დაუჭირა. ეს მოსამართლეები არიან: გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო